მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

კონფერენცია

კონფერენცია

23-04-2014

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სექტორის სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები , ასევე , საქართველოს უნივერსიტეტების ენერგეტიკული ფაკულტეტების სტუდენტები , საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, პროფესიული და აკადემიური სფეროების სხვა წარმომადგენლები .

კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ინჟინრების როლის გაძლიერების ხელშეწყობას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას , რაც , თავის მხრივ, მათ შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს . განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა ქალი ლიდერების ჩართულობის გაზრდას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში , ასევე , საჯარო სკოლების უფროსკლასელების მონაწილეობასა და მათ ინტენსიურ ჩართვას კონფერენციის მიმდინარეობის პროცესში .


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11