კატარის უნივერსიტეტის დელეგაცია
10-04-2014
9 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა კატარის უნივერსიტეტის დელეგაციასთან. კატარის უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ უნივერსიტეტის პრეზიდენტი შეიხა აბდალა ალ-მისნედი, კატარის უნივერსიტეტის სოციალური და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი დარვიშ ალ ემადი და კატარის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიურ სფეროში, უნივერსიტეტის ფონდის დირექტორი, დოქტორი ხალიდ ალ-ალი.
სტუმრებს შეხვდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნივერსიტეტებს შორის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.

-
სიახლეებში დაბრუნება