15-04-2009
სტუდენტთა 77-ე ღია სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია
სტუ-ს 77-ე ღია სამეცნიერო ტექნიკური კონფერენციის ძირითადი ეტაპი (მოსმენა) ჩატარდება 2009 წლის 13, 14, 15 მაისს. კონფერენცია გაიხსნება 13 მაისს, 11:00 საათზე, სტუ-ს სააქტო დარბაზში.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია 2 მაისამდე თემის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს შესაბამის დეპარტამენტში (სექციაზე).
დეპარტამენტების (სექციების) ხელმძღვანელებმა, სექციის მუშაობის შესახებ ანგარიში (ოქმი) წარმოადგინონ არაუგვიანეს 18 მაისისა სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილებაში;
კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოიცემა კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტთა ნაშრომების თეზისების კრებული და კონფერენციის პროგრამა.
სიახლეებში დაბრუნება