საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.
მისივე ცნობით, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით ფაკულტეტზე ორი სექცია - „სამთო“ სექცია და „გეოლოგია“, მუშაობდა.
,,სამთო“ მიმართულების სექციაში მონაწილეობა 24-მა სტუდენტმა მიიღო.
კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ბაკალავრიატი: I ადგილი - ანა ქათამიძე; II ადგილი - ვალერი რეხვიაშვილი; III ადგილი - მიხეილ სერებრიაკოვი, ანა ქათამიძე. მაგისტრატურა: I ადგილი - ნიკოლოზ დურგლიშვილი; II ადგილი - მიხეილ არჯევანიძე; III ადგილი - ოთიკო ზუკაკიშვილი. დოქტორანტურა: I ადგილი - სოფიო გუგეშაშვილი; II ადგილი - მარიამი დარახველიძე; III ადგილი - ნანა ჯიქია.
„გეოლოგიის“ მიმართულების სექციაში ფაკულტეტის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა, სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ბაკალავრიატი: I ადგილი - დავით მაისურაძე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); II ადგილი - ლუკა ასანიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); III ადგილი - გუგა ფანოზიშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). მაგისტრატურა: I ადგილი - ელენე ჩიკვილაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); II ადგილი - დავითი იმნაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); III ადგილი - დავით ელისაბედაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). დოქტორანტურა: I ადგილი - დავით ჩიკვაიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).
ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.
კონფერენცია 56 სექციას მოიცავს, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე - 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე - 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე - 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე - 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე - 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე - 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე - 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე - 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა - 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე - 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე - 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე - 1 სექცია, 21 სტუდენტი.
სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გასტანს.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი 14 ივნისს გაიმართება.