10-04-2009
დასაქმება გერმანიის პარლამენტში
IPS გათვლილია მაღალი კვალიფიკაციის მქონე და პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც სურვილი გააჩნიათ, აქტიურად და პასუხისმგებლობით ჩაებან თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის შენებაში.
გერმანიის ბუნდესტაგი, გერმანიის პარლამენტი, ახალგაზრდებს ერთ-ერთ ბუნდესტაგის წევრთან 15 კვირიანი დასაქმების პერიოდში გააცნობს გერმანიის საპარლამენტო სისტემას და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. ისინი ასევე დააგროვებენ პრაქტიკულ გამოცდილებას საპარლამენტო საქმიანობაში.
სტიპენდიებს ამოარჩევს გერმანიის ბუნდესტაგის დამოუკიდებელი კომისია.
წინაპირობა:
- საქართველოს მოქალაქეობა
- უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი
- გერმანულის ძალიან კარგად ცოდნა
- სასტიპენდიო პროგრამის დასაწყისში 30 წლამდე
სტიპენდია:
- 450 ევრო თვეში
- საცხოვრებელი ადგილი
- სადაზღვეო და მგზავრობის გადასახადი
საბუთების მიღება: 30 ივნისამდე
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გერმანიის სელჩოს
სიახლეებში დაბრუნება