სტუ-ის რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე COARA-ს კოალიციის დამფუძნებელი, პროფესორი შტეფან ბერგმანსი მოხსენებით წარსდგა

სტუ-ის რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე COARA-ს კოალიციის დამფუძნებელი, პროფესორი შტეფან ბერგმანსი მოხსენებით წარსდგა

 

სტუ-ის რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე COARA-ს კოალიციის დამფუძნებელი, პროფესორი შტეფან ბერგმანსი მოხსენებით წარსდგა

19-04-2024
სტუ-ის რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე COARA-ს კოალიციის დამფუძნებელი, პროფესორი შტეფან ბერგმანსი მოხსენებით წარსდგა

“საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის რიგგარეშე შეკრება  COARA-ს კოალიციის დამფუძნებლის, პროფესორ შტეფან ბერგმანსის ვიზიტს უკავშირდება. დღეს ჩვენ საშუალება გვექნება მივიღოთ დეტალური ინფორმაცია მნიშვნელოვანი კვლევების დაგეგმვის, შეფასებისა და განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა,  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა.

საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძისა და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულების რექტორებისა და ვიცე-რექტორების წინაშე COARA-ს კოალიციის დამფუძნებლი, პროფესორი შტეფან ბერგმანსი მოხსენებით - “EUA Research & Innovation Agenda 2027, seizing the moment, driving the change” (ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის კვლევებისა და ინოვაციების 2027 წლის დღის წესრიგი, მომნტის გაცნობიერება, ცვლილებათა სტიმულირება), წარსდგა.

COARA-ს კოალიციის დამფუძნებლმა, პროფესორმა შტეფან ბერგმანსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედ კონფერენციას და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკითხით დაინტერესებისა და მასპინძლობისთვის. როგორც მან თავის მოხსენებაში აღნიშნა, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია (EUA) წევრ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ერთიან ევროპულ პროექტებში და დაინტერესებულ მხარეებს საუკეთესო პრაქტიკის შესახებ გაუზიარონ გამოცდილება.

პროფესორ შტეფან ბერგმანსის თქმით, საქართველოში აკრედიტირებულ უნივერსიტეტებს საშუალება მიეცემათ საინტერესო, საჭირო და მაღალკვალიფიციური კვლევები წარადგინონ და მიიღონ შესაბამისი მხარდაჭერა. მითუმეტეს, რომ ასოციაცია თანამშრომლობს ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან და წევრ ორგანიზაციებს შესაძლებელობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის უმაღლესი განათლების სამომავლო პოლიტიკისა და ინიციატივების ფორმირებაში. მოხსენების დასასრულს, პროფესორმა შტეფან ბერგმანსმა დასმულ კითხვებს გასცა პასუხი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის  თავმჯდომარის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, COARA, რომლის დამფუძნებელი პროფესორი შტეფან ბერგმანსია, კვლევების დამფინანსებელი ორგანიზაციებისა და შეფასების ეროვნული ორგანიზაციების სააგენტოების გლობალური კოალიციაა.

“საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მუშაობაში პროფესორ შტეფან ბერგმანსის მონაწილეობა არა მხოლოდ დიდი პატივია, არამედ საჭირო და დროულიც, რამეთუ ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს მიეცემათ შესაძლებლობა კვლევები და ინოვაციები კოალიცია COARA-ში წარადგინონ და ქმედითი მხარდაჭერა დამსახურებულად მოიპოვონ. ქართული მეცნიერების განვითარებისთვის ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. თავის მხრივ, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლების მეცნიერ-მკვლევრებისა და აკადემიური კორპუსისთვის უცხოელ კოლეგებთან კოლაბორაცია სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება იმდენად, რამდენადაც ქართველი მეცნიერებისგან, რომლებსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მსოფლიო დონის მკვლევრები, უცხოელი მეცნიერები ნაშრომებისა და უახლესი კვლევების, ასევე, ინოვაციური იდეების შესახებ იღებენ ინფორმაციას. წარმატებები მინდა ვუსურვო კოლეგებს და მადლობა გადავუხადო კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, მადლობას ვუხდი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად გიორგი ამილახვარს ურთიერთთანამშრომლობისა და უნივერსიტეტებისთვის მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციას 47 ქვეყანაში 850-მდე წევრი ჰყავს. ორგანიზაცია ბრიუსელშია დაფუძნებული და უზრუნველყოფს ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლას ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, მმართველობისა და დაფინანსების კუთხით, ასევე ახორციელებს ტრანსნაციონალური და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს. 

 

სიახლეებში დაბრუნება