ტრენინგი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპესტების მონაწილეობით, სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრის ჩართულობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა.
სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსის ზაზა ბუაჩიძის თქმით, ტრენინგები მიზნად ისახავს ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებთ პროფესიული განთლების მასწავლებლების როლისა და საქმიანობის გამოკვეთას.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 27 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორცილდება, რომელიც მთლიანად სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ პროგრამა ძალიან მოთხოვნადია და შესაბამისად, კონკურსიც დიდია. უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმინილი იმისათვის, რომ სტუდენტი სიღრმისეულად დაეუფლოს პროფესიას. აქ მაღალკვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან. ტრენინგი, რომლის ორგანიზებისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრის უფროსს, ასოცირებულ პროფესორ ეკა ნარეშელაშვილს, ძალიან საინტერესო და რაც მთავარია შედეგზე ორიენტირებულია, იმდენად, რამდენადაც მისი მიზანი პროფესიული განათლების მასწავლებლების მხარდაჭერა, სწავლების დადეგმვის და განხორციელების პროცესის მართვა და მათი შესაძლებლობების გაძლირებაა”, - აცხადებს ზაზა ბუაჩიძე.
ტრენინგის - „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება”, მონაწილეები დეტალურად გაეცნენ პროფესიული ავტორიზაციის სტანდარტებს. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 27 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, მათ შორის: ჰაერის კონდიცირება; სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა; საოფისე საქმე; ღონისძიების ორგანიზება; ავტომობილის ელექტრული სისტემის შეკეთება; ავტომობილის ძრავის შეკეთება; სამკერვალო წარმოება; ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება; საბაჟო საქმე; გრაფიკული დიზაინის შესრულება; ხის მხატვრული დამუშავება; სარკინიგზო გადაზიდვები; ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები; მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი; მექატრონიკა; სამრეწველო ავტომატიზაცია; მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი; სამთო ტექნიკოსი; სამთო ელექტრომექანიკოსი; მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი; მღებავი; მებათქაშე; ინფორმაციული ტექნოლოგიის მხარდაჭერა; მევენახეობა; მეფუტკრეობა; ბუღალტრული აღრიცხვა.