სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა ევროკავშირის გრანტი მოიპოვა

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა ევროკავშირის გრანტი მოიპოვა

 

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა ევროკავშირის გრანტი მოიპოვა

15-02-2024
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა ევროკავშირის გრანტი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა კონკურსში -  „შავი ზღვის აუზის პროგრამა ევროკავშირის თანადაფინანსებით“, პროექტში „წყალმცენარეების ენერგიის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და “ლურჯი სტრატეგიის“ განვითარებისთვის“, გაიმარჯვა და ევროკავშირის გრანტი მოიპოვა.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ხუთი ქვეყნის ექვსმა უნივერსიტეტმა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი (საქართველო), ვია პონტიკას ფონდი (ბულგარეთი), დოქტორ ასეენ ზლატაროვის სახელობის უნივერსიტეტი (ბულგარეთი),ოდესის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი (უკრაინა), საბერძნეთის სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (DIMITRA) (საბერძნეთი), კონსტანტას ოვიდიუსის უნივერსიტეტი (რუმინეთი).

პროექტი, რომლის ხანგრძლივობაა 30 თვე, მიზნად ისახავს ევტროფიკაციის შერბილებას, წყალმცენარეების ძალის გამოყენებით შავ ზღვაში ევტროფიკაციის პროცესთან ბრძოლას და აღადგენს საზღვაო ეკოსისტემის წონასწორობასა და ჯანმრთელობას. კონკურსში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს შავი ზღვის სანაპირო ზონაში წყალმცენარეების თემების მონიტორინგი და შეადგინოს რუკები, დაარსოს ზღვის წყალმცენარეების ცოდნის კერა და ა.შ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, ევტროფიკაციის შემცირების მიზნით ჩამოყალიბდება ბუნებაზე დაფუძნებული მყარი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, გაუმჯობესდება პროექტში მონაწილე ორგანიზაციების შესაძლებლობები - შემუშავდება საერთო ვებ-ინსტრუმენტი, გამოიცემა საკვები ნივთიერებების შემცირების სახელმძღვანელო მითითებები და მოხდება მისი ფართო გავრცელება.

„პროექტში გათვალისწინებულია სამეცნიერო ლაბორატორიული და საველე კვლევები, რაც დაკავშირებულია შესაბამის ხარჯებთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გვქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მოგვცა გარანტია და უნივერსიტეტი დაგვეხმარება თვითდაფინანსებაში. ამ ეტაპზე ფორმდება ბრიუსელთან საგრანტო ხელშეკრულება, რაც მოგვცემს კვლევების დაწყების საშუალებას“, - განაცხადა გივი გავარდაშვილმა.

ინფორმაციისთვის, კონკურსი -  „შავი ზღვის აუზის პროგრამა ევროკავშირის თანადაფინანსებით“ 2023 წლის 30 მარტს გამოცხადდა. საქართველოს ტექნიკური უნიგვერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტთან ერთად პროექტში ჩართულნი არიან  ბულგარეთის, უკრაინის, საბერძნეთის, თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტები.

 

სიახლეებში დაბრუნება