მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, ვინც დასკვნით გამოცდაში მიიღო FX შეფასება ( 41-დან 51 ქულამდე ან/და ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდის ზღვარი - მიიღო 11 ქულაზე ნაკლები) დამატებითი გამოცდები ჩატარდება .
აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრებში ჩასაბარებელი დამატებითი გამოცდების ცხრილები იხილეთ ონლაინ პლატფორმაზე - https://elearning.gtu.ge/
აუდიტორიებში ჩასატარებელი გამოცდები 12 თებერვალს დაიწყო და 18 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
საგამოცდო ცენტრებში კი, 15 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.