25 მარტს სტუ-ში ჩატარდა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია თემაზე “საომარი მოქმედებების დროს მოსახლეობის და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფის ძირითადი მიმართულებები”.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სტუ-ს მეცნიერ-თანამშრომლები, ასევე ოფიციალური პირები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყაზტრანსგაზ თბილისიდან.
პრაქტიკულ კონფერენცია მომხსენებლებმა განიხილეს ქვეყანაში მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და მართვის სისტემებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები.