ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023)“

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023)“

 

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023)“

09-10-2023
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023)“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორ­­მატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფე­სორმა ბესარიონ შანშიაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართულ მე-5 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო კონფერენცია - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023)“ - ბაქოში, აზერ­ბა­­იჯანის რესპუბლი­კის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მართვის სისტემების ინსტიტუტში გაიმართა.

კონფერენციის მუშაობაში მსოფლიოს 313 ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა.

სტუ-ის პროფესორის, ბესარიონ შანშიაშვილის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად მონაწილეობს აღნიშნულ კონფერენციაში, რომელიც, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, 2006 წლიდან მოყოლებული, ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

ბესარიონ შანშიაშვილი: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნული საერთაშორისო კონფერენციის მუდმივი მონაწილეა. უნივერსიტეტი კონფერენციაზე ახალი იდეებით და საინტერესო თემებით გამოდის, რაც დამსწრე საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს. 

კონფერენციაზე წაკითხული იყო 9 პლენარული მოხსენება, რომლებიც წარმოადგინეს ცნობილმა მეცნიერებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრალიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან,  უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. ჩემი თემა - “ერთი კლასის არაწრფივი სისტემების პარამეტრული იდენტიფიკაცია უკუკავშირიანი ჰამერშტეინის  მოდელის გამოყენებით“ - ჩართული იყო სექციის „მოდელირება და შებრუნებული ამოცანები“ პირველ სხდომის პირველ მოხსენებად. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციის დახურვის ცერემონიალზე დასახელდა პლენარული და სექციებზე წაკითხული მოხსენებებიდან სამ-სამი საუკეთესო მოხსენება.  „მოდელირება და შებრუნებული ამოცანების“ სექციის სხდომებზე  გაკეთებული 14 მოხსენებიდან ორგანიზატორების მიერ შერჩეულ სამ საუკეთესო მოხსენებათა შორის ჩემი მოხსენება დასახელდა, რაც მიანიშნებს უნივერსიტეტის და ფაკულტეტის წარმატებაზეც“.

საერთაშორისო კონფერენციაში მუშაობდა ექვსი სექცია, მათ შორის: ოპტიმიზაცია და ოპტიმალური მართვის პრობლემები; მოდელირება და შებრუნებული ამოცანები; ინტელექტუალური სისტემები; მათემატიკური სტატისტიკა და მასობრივი მომსახურების თეორია;  არამკაფიო და სტოქასტური მოდელირება; გამოყენებითი ამოცანები და ინფორმაციული ტექნოლოგიები. 

კონფერენციაზე წარდგენილი თემები უკვე დაიბეჭდა პრეპრინტებში, შემდეგ ეტაპზე ნაშრომებს მიენიჭება DOI, სამომავლოდ კი დაიბეჭდება გამოცემა შპიგელის გამოცემის და განთავსდება Web of Sciences-ს მონაცემთა ბაზაში. სტატიები  კონფერენციის სარედაქციო კოლეგიის მიერ რეკომენდებულია გამოქვეყნებისთვის 4 მაღალ რეიტინგულ ჟურნალში, როგორიცაა „წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის ჟურნალი (TWMS)“, გამოყენებითი და გამოთვლითი მათემატიკა, ინფორმატიკისა და მართვის პრობლემები, მაღალი სიხშირის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჟურნალი (Blue Martin Press, აშშ).

 

სიახლეებში დაბრუნება