მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2009/2010 სასწავლო წლისთვის

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2009/2010 სასწავლო წლისთვის

06-03-2009
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის  2009/2010 სასწავლო წლისთვის
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2009-2010 სასწავლო წლისთვის  გამოყო 8 სტიპენდია მაძიებლის  პროგრამაზე.
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს სწავლას, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს და სამედიცინო დაზღვევას. მგზავრობის ხარჯს ფარავს სტიპენდიანტი.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები  და საბუთების ჩამონათვალი მაძიებლის  პროგრამებზე:
მაძიებლის  პროგრამაზე აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი და მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს.
  • სააპლიკაციო ფორმა  - 4 ასლი სურათით 3x4-ზე (იხილეთ:  http://www.digm.meb.gov.tr/ )
  • დიპლომი -  2 ასლი *
  • ნიშნების ფურცელი - 2 ასლი  
  • ჯანმრთელობის ცნობა
  • ერთი ფოტოსურათი 3x4
  • პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდი და ყველა შევსებული ან შტამპიანი გვერდის ასლი
  • მოკლე ავტობიოგრაფიის (cv) ორი ასლი (ინგლისურ, თურქულ ან ფრანგულ ენებზე)
  • ორი სარეკომენდაციო წერილი (პროფესორებისაგან)
მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა იყოს ინგლისურ, ფრანგულ ან თურქულ ენებზე და ორ ეგზემპლარად სხვადასხვა ფაილში.
*სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში აპლიკანტებს დაჭირდებათ დიპლომის ორიგინალის წარდგენა.
მედიცინის სპეციალობის კანდიდატთა განაცხადები არ მიიღება.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები თურქული ენის საზაფხულო კურსებისთვის:
თურქული ენის კურსებზე მონაწილეობის მიღების მსურველი უნდა იყოს სტუდენტი ან უკვე უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება
  • სააპლიკაციო ფორმა (  სურათით  3x4-ზე)
  • დიპლომის ასლი
  • ჯანმრთელობის ცნობა
  • ერთი ფოტოსურათი 3x4
  • პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდი და ყველა შევსებული ან შტამპიანი გვერდის ასლი
მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა იყოს ინგლისურ, ფრანგულ ან თურქულ ენებზე და ორ ეგზემპლარად სხვადასხვა ფაილში
თურქული ენის კურსები ტარდება სტამბულში, ანკარაში, იზმირში, ბურსაში, ანტალიასა და სამსუნში. ამათგან აპლიკანტს შეუძლია სამი სასურველი ქალაქის მითითება. კურსების ხანგრძლივობაა 1 ივლისიდან  31 აგვისტომდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ვებ- გვერდს:  http://www.digm.meb.gov.tr/ 
 
საბუთების მიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 2009 წლის 16 აპრილამდე.
 
საკონტაქტო პირი- თამარ მერაბიშვილი -  უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა და  
                                     საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველო
ტელ: 8 32 43 88 79; მობ: 877 175 536;  ელ-ფოსტა: tamarmerabishvili@rambler.ru

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11