მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში ახალი რექტორი აირჩიეს

სტუ-ში ახალი რექტორი აირჩიეს

16-02-2009

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი რექტორი აირჩიეს


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 14 თებერვალს ჩატარდა რექტორის არჩევნები. ამ თანამდებობის დასაკავებლად კენჭს იყრიდა სამი კანდიდატი: პროფესორები პაატა კერვალიშვილი, ალექსანდრე ლაშხი და არჩილ ფრანგიშვილი. არჩევნებამდე  კონკურსიდან  კანდიდატურები მოხსნეს პროფ. პ. კერვალიშვილმა და პროფ. ა. ლაშხმა.

საბოლოოდ, არჩევნების შედეგები ასეთია:
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა – 16
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა – 16
საარჩევნო ბიულეტენებიდან ამოღებული ბიულეტენების რაოდენობა – 16
ბათილი ბიულეტენების რაოდენობა – 0
კანდიდატის (პროფ. არჩილ ფრანგიშვილი) მიერ მიღებული ხმების რაოდენობა – 16


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად ერთხმად არჩეულ იქნა სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სრული პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი.
არჩილ ფრანგიშვილი სტუ-ს რიგით მე-14 რექტორია

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11