მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ინსტიტუტმა „ტექინფორმი“ RDA-ის საიუბილეო პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სტუ-ის ინსტიტუტმა „ტექინფორმი“ RDA-ის საიუბილეო პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

29-03-2023



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა „ტექინფორმი“ კვლევითი მონაცემების ალიანსის (RDA) მე-10 საიუბილეო პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

RDA-ის საიუბილეო პლენარულ შეხვედრაში, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში შვედეთში, ქ. გოთენბურგში გაიმართა, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების 700-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“, რომელიც RDA-ის და ევროპული ღია სამეცნიერო ღრუბლის (EOSC) ერთობლივი პროგრამის ერთადერთი ბენეფიციარია საქართველოდან.

 

RDA-ის საიუბილეო ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგა სტუ-ის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე, დოქტორი მარინა რაზმაძე.

 

„ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“, ღია მეცნიერების პოპულარიზაციისა და სამეცნიერო მონაცემთა ბაზების ევროპულ ღია ღრუბელში ინტეგრირების მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობს RDA-თან. აღსანიშნავია, რომ „ტექინფორმი“, რომელიც კვლევითი მონაცემების ალიანსისა და ევროპული ღია სამეცნიერო ღრუბლის ერთობლივი პროგრამის ერთადერთი ბენეფიციარია საქართველოდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 700-ზე მეტ წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობდა RDA-ის საიუბილეო პლენარულ შეხვედრაზე და ერთადერთი წარმომადგენელი იყო ჩვენი ქვეყნიდან. ჩემი მოხსენებით - „ცოდნის გაზიარების ხიდი საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკასა და RDA-ს შორის“ - რომელიც მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტთან პარტნიორობით მოვამზადე, შევეხე ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა: საქართველოში სამეცნიერო ინფორმაციის მართვა, მეცნიერების შესახებ ცნობადობის გაზრდა, ქვეყნის სამეცნიერო ეკოსისტემის გაძლიერების შესაძლებლობები ღია მეცნიერების საერთაშორისო პლატფორმებში ინტეგრირების გზით, რაც უზრუნვეყოფს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის შესახებ ცნობადობის ზრდას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში“, - აღნიშნავს მარინა რაზმაძე.

 

კვლევითი მონაცემების ალიანსი (RDA) 2013 წელს დააფუძნეს ევროკომისიამ, აშშ-ის მთავრობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა ინსტიტუტმა და ავსტრალიის მთავრობის ინოვაციების დეპარტამენტმა, როგორც საზოგადოებაზე ორიენტირებული ინიციატივა.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11