მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „მსოფლიო და გენდერი-7“ ჩატარდა

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „მსოფლიო და გენდერი-7“ ჩატარდა

28-03-2023
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და სტუ-ის გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის ინიციატივით, რიგით მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მსოფლიო და გენდერი -7“ ჩატარდა.

კონფერენციაში საქართველოში აკრედიტირებული სხვადასხვა უნივერსიტეტების, ასევე, თურქეთის, უკრაინის, ბულგარეთის და იტალიის უნივერსიტეტების 55-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

კონფერენცია საორგანიზაციო კომიტეტის წევრების: სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას, სტუ-ის გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის უფროსის, პროფესორ მაია ყიფიანის და სტუ-ის პროფესორების - ლია მეტრეველისა და ემილია ალავერდოვას ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენცია - „მსოფლიო და გენდერი -7“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის უფროსმა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის დეპარტამენტის პროფესორმა მაია ყიფიანმა გახსნა. მან მონაწილეთა სახელით სოლიდარობა გამოუცხადა საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინის მოსახლეობას და მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს კონფერენციაში მონაწილეობისათვის.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხარს უჭერს გენდერული თანასწორობის პრობლემატიკას და უკვე 10 წელია, რაც ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო კონფერენცია. სტუდენტები, როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო პროგრამებზე გენდერული მიმართულებით ძალიან საინტერესო დისერტაციებს იცავენ. საკითხი არის ძალიან საინტერესო, რომელიც კვლევას საჭიროებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით კვლევებს აქტიურად უჭერს მხარს“, - განაცხადა პროფესორმა მაია ყიფიანმა.

საქართველოში აკრედიტირებული სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე წარადგინეს თემები: ,,აშშ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი ქალის, კამილა ჰარისის პოლიტიკური პორტრეტი“, ,,არქიტექტურა ჰიჯაბის ჩრდილის ქვეშ“, ,,გენდერული ანალიზი ქართული მენტალიტეტის კონტექსტში“, ,,მზითავის სახეები სივრცეებსა და დროში“, „ქართველი ემიგრანტი ქალები სამოდელო ბიზნესში“, „დამნაშავე ქალთა ფსიქოლოგია და მისი გამოვლინების ფორმები“, „ქართველი დედოფლების როლი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში - დედოფალი მარიამი“, „სახელოვანი ქართველი ქალები და ლიტერატურული სალონების ტრადიციები“, ,,ქალები ქვეყნის სათავეში (ფორმალური და არფორმალური მმართველი ქალები)“, ,,ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა“ და ა.შ.

კონფერენციაზე ასევე, მოხსენებებით წარსდგენენ სოფიის უნივერსიტეტის პროფესორი პიოტრ პიეტშაკი, მან ისაუბრა თემაზე - ,,პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, აღმოსავლეთ ევროპააში ომი იქნებოდა, და სისრია თავისუფალი იქნებოდა?“. თურქეთის უნივერსიტეტის პოლიტიკის დოქტორმა, დამოუკიდებელმა მკვლევარმა ბეგუმ ბურაკმა ისაუბრა თემაზე - ,,ქალთა უფლებების დარღვევის მიმოხილვა თურქეთში“ და ,,კანონმდებლობისა და ერის თავისებურებანი გენდერთან მიმარტებით საქართველოს მაგალითზე”.

კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები საკონფერენციო შრომების კრებულში გამოქვეყნდება.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11