მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

24-03-2023

სტუ-ის  სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანია „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.  კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს  დასაქმების ახალი პროგრამა გააცნეს და  ვაკანსიები წარუდგინეს.  

შეხვედრას, რომელიც სტუდენტური თვიმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუ-ის კანცლერი კარლო კოპალიანი  და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.   

 სტუდენტებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის დისკუსია გაიმართა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  სტუდენტებს სტუ-ის კურსდამთავრებულებმა,  რომლებიც ამჟამად, კომპანიაში არიან დასაქმებულები, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს თუ რა საფეხურები გაიარეს  პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის.

„თბილისი ენერჯი“ მუდმივად ცდილობს ახლგაზრდებს გააცნოს კომპანიის სპეციფიკა, სადაც  სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიული მიმართულებით დასაქმდნენ.

 აღსანიშნავია, რომ შარშან სტუ-ის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტის 9 სტუდენტი კომპანიაში დასაქმდა. „თბილისი ენერჯი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11