ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ფსიქოლოგია და
თანამედროვეობა“ 2023 წლის 18 მაისს ქალაქ გორში გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტებსა და დოქტორის ხარისხის მქონე პირებს.
კონფერენციის მიზანია:
· სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობა თანამედროვე ფსიქოლოგიის და მისი მომიჯნავე დარგების აზროვნებაში, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, განათლების მეცნიერების, მენეჯმენტის, სოციოლოგიის, ფილოსოფიის, მედიცინის და ა.შ. მიმართულებით;
· საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და დოქტორანტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება;
· პრობლემით დაინტერესებულ ქართველ მეცნიერთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ კოლეგებთან.
კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ü ფსიქოლოგია
ü სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
ü განათლების მეცნიერება
ü მენეჯმენტი
ü სოციოლოგია
ü ფილოსოფია
ü მედიცინა
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 29 აპრილამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: conference@eta.edu.ge
საკონფერენციო ნაშრომის შესრულების წესი
კონფერენციის ჩატარების ადგილი და დრო: 18 მაისი, 10:00 სთ;
მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კმ.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსს, პოლკოვნიკ გიორგი ლაღიაშვილს 591 55 06 06.