საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, 2023 წლის 18 მარტს, 12:00 საათზე, „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია გაიხსნება.
საგაზაფხულო სესიაზე მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებმა.
„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ორთვიანი საგაზაფხულო სესიის გახსნის ღონისძიება სტუ-ის მე-6 სასწავლო კორპუსში (მერაბ კოსტავას 77), ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, მე-7 სართულზე, # 710ა აუდიტორიაში გაიმართება.
პირველ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მოსწავლეები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სასწავლო აუდიტორიებსა და ლაბორატორიებს დაათვალიერებენ.
შემდეგი ორი თვის განმავლობაში სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები, ახალგაზრდა მკვლევრები და დოქტორანტები საჯარო სკოლების მოსწავლეებს ლექციებს ჩაუტარებენ. მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ საბაზისო ცოდნა, თუ რა არის:
· მეწარმეობა;
· მენეჯმენტი;
· მარკეტინგი;
· კრიტიკული აზროვნება;
· ემოციური ინტელექტი;
· გუნდურობა;
· ლიდერობა;
· კომუნიკაბელურობა;
· კრეატიულობა;
· დროის მენეჯმენტი;
· ფინანსური აზროვნება;
· ეტიკეტი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესიას საჯარო სკოლის ნებისმიერი დაინტერესებული მოსწავლე შეუძლია შეუერთდეს.