ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი აბიტურიენტებს საინფორმაციო შეხვედრებზე იწვევს
17 მარტიდან, ყოველ შაბათს, სტუ-ის ინფოტმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები: ნიკოლოზ საკანდელიძე, გიორგი გელაშვილი და არჩილ შარაშენიძე დაგეხმარებიან გაიგოთ, რა არის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, როგორია ამ სფეროში კარიერის განვითარების გზები, როგორ დაწეროთ პირველი პროგრამა, შექმნათ მომხმარებლის ინტერფეისი, განახორციელოთ ხელოვნურ ინტელექტთან პირველი ინტერაქცია და მიიღოთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.
საინფორმაციო შეხვედრის მთავარი თემები:
კურსის წამყვანები:
არჩილ შარაშენიძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის მაგისტრატურის სტუდენტი. 3 წლიანი აქტიური გამოცდილებით Software Engineer-ის პოზიციაზე როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებში. როგორებიცაა: Azry, Quantori, Gopeer და Grid dynamics. არჩილი სპეციალიზდება როგორც Backend, ისე Front-end ინჟინერიასა და დისტრიბუციული სისტემების შექმნაში, ისეთი დარგების პროექტებისთვის როგორიცაა: FinTech, ბიოინფორმატიკა და ლოჯისტიკური პლატფორმები.
ასევე აქტიურად იყო ჩართული აკადემიურ სწავლებაში Java პროგამირების ენის ლექტორად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში.
2019 წლიდან გუნდთან ერთად წარმატებით მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა სტარტაპ აქსელერატორების კონკურსებში, როგორებიცაა: Social Impact Award-ი, EuHack, Night-Lab Hackathon, TechupLab.
გიორგი გელაშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის მაგისტრატურის სტუდენტი. ამჟამად არის Senior Software Engineer-ი კომპანია Quantori-ში. აქვს 3 წლიანი ინტენსიური გამოცდილება ბიოინფორმატიკის დარგში, როგორც ტექნიკური განხრით, ისე დარგობრივი ცოდნის მხრივ. სპეციალიზდება ბექენდ ინჟინერიაში. კერძოდ კი: Java, C++ პროგრამირების ენებში, რობოტიკასა (embedded software engineering) და მათთან დაკავშირებულ პროგრამირების მეთოდოლოგიებში.
წარმატებით აქვს მონაწილეობა მიღებული, საკმაოდ, ბევრ ჰაკათონში რობოტიკის განხრით. აქვს კომპლექსური open source პროექტები რობოტიკის დარგში, რომლის საფუძველზეც არაერთი სხვა ქართველი სტუდენტის პროექტი გაკეთებულა.
ნიკოლოზ საკანდელიძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის სტუდენტი. აქვს Software Engineer-ად მუშაობის გამოცდილება უცხოურ (გერმანულ, ამერიკულ და სხვა) კომპანიებში, როგორებიცაა: Quantori, Gopeer, Syniotec და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა დარგის გაციფრულების პროექტებში, როგორებიცაა: ბიოინფორმატიკა, სამშენებლო სისტემების თრექინგი და მენეჯმენტი, სასწავლო სისტემების პლატფორმების შექმნა და ა.შ.
სპეციალიზდება Backend ინჟნერიაში, Cloud ტექნოლოგიებსა და Devops-ში.
აქვს მრავალფეროვანი პროექტების საწყისი ეტაპიდან შექმნის გამოცდილება და მრავალფეროვანი ტექნოლოგიური გამოცდილება დაპროგრამების ენებში/ტექნოლოგიებში როგორებიცაა:Java, JavaScript, Python, Typescript, Amazon Web Services და ა.შ.
2019 წლიდან წარმატებით მიიღო გუნდთან ერთად მონაწილეობა და გაიმარჯვა სტარტაპ აქსელერატორების ისეთ კონკურსებში როგორებიცაა: Social Impact Award-ი, EuHack, Night-Lab Hackathon, TechupLab.
შეხვედრაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით:
https://forms.gle/yhFaj37c3fsSrerq7