მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში ზაარლანდის უნივერსიტეტის პროფესორები საჯარო ლექციებს ჩაატარებენ

სტუ-ში ზაარლანდის უნივერსიტეტის პროფესორები საჯარო ლექციებს ჩაატარებენ

14-03-2023

2023 წლის 29 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორები - დოქტორი ვილჰელმ ჰაუზერი და სენატორი, დოქტორი მიხაელ ჰარცი სტუდენტებისთვის საჯარო ლეციებს გამართავენ.

გერმანელი პროფესორების საჯარო ლექციები სტუ-ის მე-6 სასწავლო კორპუსში, #710ა აუდიტორიაში, თანმიმდევრობითი თარგმანის უზრუნველყოფით ჩატარდება.

14:00 საათზე, პროფ. დოქტ. მიხაელ ჰარცი წარსდგება ლექციით - „ბილმანი“ – საბუღალტრო მანიპულაციების სწრაფი გამოვლენის პროგრამა“;

15:30 საათზე, პროფ. დოქტ. ვილჰელმ ჰაუზერი წაიკითხავს ლექციას თემაზე - „საწარმოს ეკონომიკური ზარალის აღმოფხვრა“.

ღონისძიება იმართება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივესიტეტს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტისთვის, პროფესორ-მასწავლებლისა და თანამშრომლისთვის.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11