მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

რუსთაველის ფონდმა კონკურსი - „ლეონარდო და ვინჩი“ გამოაცხადა

რუსთაველის ფონდმა კონკურსი - „ლეონარდო და ვინჩი“ გამოაცხადა

02-02-2023

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2023 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“.

კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.

კონკურსში განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი კლას(ებ)ის სამ მოსწავლეს.

კონკურსზე პროექტის დარეგისტრირების შემდეგ ჯგუფის წევრთა ცვლილება დაუშვებელია.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11