საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორს, საქართველოს საიჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრს, ქუთაისის საპატიო მოქალაქესა და ცნობილ დრამატურგ რეზო კლდიაშვილს, შემოქმედებითი ღვაწლისთვის, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ პოლიკარპე კაკაბაძის სახელობის ჯილდო გადასცა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით, პროფესორ რეზო კლდიაშვილს კიდევ ერთი ჯილდოს მიღებას ულოცავს და უსურვებს მრავალმხრივ წარმატებას სამეცნიერო-პედაგოგიურ და ლიტერატურულ საქმიანობაში, მშობლიური უნივერსიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
პროფესორ რეზო კლდიაშვილს, სხვადასხვა დროს, ქართული დრამატურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა და არაერთი ჯილდო თუ პრემია გადაეცა.