მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ახალი რეფორმები, „უნივერსიტეტის განვითარების ფონდი" და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში

სტუ-ის ახალი რეფორმები, „უნივერსიტეტის განვითარების ფონდი" და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში

01-02-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი რეფორმები და „უნივერსიტეტის განვითარების ფონდი“ ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემაში - „განათლების რეფორმის კვალდაკვალ მანანა ნიკოლაიშვილთან ერთად“.

გადაცემის პირველ ბლოკში სტუმარი, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი უნივერსიტეტში მიმდინარე ახალ რეფორმებს განიხილავს. კანცლერი ასევე საუბრობს სტუ-ის ადმინისტრაციისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ერთობლივი ინიციატივით ახლახან დაარსებულ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდის“ მისიასა და სამომავლო გეგმებზე და  ეხმიანება ამ თემაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც „უნივერსიტეტის განვითარების ფონდისა“ და მისი დამფუძნებლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

გადაცემის მეორე ბლოკში გადაცემის წამყვანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურის შესახებ საუბრობს და მაყურებელს ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას, მის ტექნიკურ შესაძლებლობებს, ხელმისაწვდომობას და წიგნსაცავს აცნობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი, მდიდარი და უძველესი ტექნიკური ბიბლიოთეკაა, სადაც მნიშვნელოვანი რარიტეტული გამოცემებია დაცული.

სრული გადაცემა იხილეთ ბმულზე


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11