მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

31-01-2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა მირანდა გურგენიძემ და პროფესორმა თამაზ ურთმელიძემ სერტიფიკატები გადასცეს ფაკულტეტის იმ სტუდენტებს, რომლებმაც ინტელექტუალური საკუთრების სამართალში ინგლისურენოვანი კურსი გაიარეს.

ღონისძიება სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის განახლებულ ლაბორატორიაში ჩატარდა.

კურსის მსვლელობისას სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია, პატენტების, გამოგონებების, სასარგებლო მოდელის, სასაქონლო ნიშნების, დიზაინის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ.

როგორც ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ აღნიშნა, ფაკულტეტი მომავალშიც გეგმავს არაერთი პრაქტიკული დატვირთვის მქონე აქტივობების განხორციელებას, როგორც შიდა საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს საქპატენტთან და უახლოეს მომავალში, ინტელექტუალური საკუთრების სამართლით დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკა საქპატენტის ცენტრალურ ოფისში გაიარონ.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11