ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირა“ ჟენევაში (შვეიცარია), ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) ეწვია და დიდ ადრონულ კოლაიდერზე, CMS ექპერიმენტში მონაწილე ტექნიკური უნივერსტეტის მეცნიერთა ჯგუფს შეხვდა.
გადამღებ ჯგუფს CERN-ის CMS ექსპერიმენტის საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელმა, სტუ-ის მეცნიერმა, პროფესორმა ზვიად წამალაიძემ უმასპინძლა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-ფიზიკოსები, СSM ექსპერიმენტის გარდა, CERN-ის ATLAS ექსპერიმენტშიც არიან ჩართულნი. დიდი ადრონული კოლაიდერისთვის სტუ-ის მეცნიერთა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი დააპროექტა და დაამზადა.