კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Kaunas University of Applied Sciences - KUAS) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 06.02.2023
ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება: 2023 წლის 9 თებერვლამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება: 2023 წლის 13 თებერვლამდე
კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
მიმდინარე წლის 6 თებერვლის შემდეგ შემოსული სააპლიკაციო განაცხადები საკონკურსოდ აღარ განიხლება.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. შერჩეულმა თანამშრომელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მიმდინარე წლის 6-10 მარტს დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში.
მიმართულებები: ბიზნესი, ტექნოლოგიები.