27-01-2023
ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (
Wrocław University of Science and Technology - WUST) (ვროცლავი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.02.2023
ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 თებერვლამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება: 2023 წლის 13 თებერვლამდე
ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, კოორდინატორი უნივერსიტეტისთვის შესავსები
სააპლიკაციო ფორმა და
მობილობის ხელშეკრულება იხილეთ
აქ.
მიმდინარე წლის 8 თებერვლის შემდეგ შემოსული სააპლიკაციო განაცხადები საკონკურსოდ აღარ განიხლება.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
მიმართულებები: არქიტექტურა, სამშენებლო, ქიმია, ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამთო, გეოლოგია, გარემოსდაცვა, მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები.
სიახლეებში დაბრუნება