მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

24-01-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება მედიაში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საქართველოს პროკურატურის მიერ ერთი პირის დაკავების შესახებ.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე, აბიტურიენტების თითქოსდა ჩარიცხვის სანაცვლოდ, დაზარალებულებულებისგან ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სრულად ემიჯნება თაღლითობის ფაქტს და აცხადებს, რომ დაკავებულ პირს უნივერსიტეტთან არც წარსულში და არც ამჟამად, არასოდეს ჰქონია შეხება. ის არ ყოფილა სტუ-ის თანამშრომელი და მით უფრო, როგორც თვითონ აცხადებდა, რომელიმე ფაკულტეტის დეკანი. აღნიშნული თაღლითური ქმედების შესახებ უნივერსიტეტმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან შეიტყო.

სასიხარულოა, რომ საქართველოს პროკურატურის პროფესიონალური ჩარევის შედეგად, დროულად გამოვლინდა თაღლითობის ფაქტი, რითაც იყო მცდელობა, ჩრდილი მიდგომოდა არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის აკადემიურ პერსონალს, არამედ, ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას“, - ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11