მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის სენატის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე და სტუ-ის მოსწავლეთა გამარჯვებული გუნდები სტუმრად ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში

სტუ-ის სენატის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე და სტუ-ის მოსწავლეთა გამარჯვებული გუნდები სტუმრად ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში

24-01-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სპიკერმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ   ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემაში - „განათლების რეფორმის კვალდაკვალ მანანა ნიკოლაიშვილთან ერთად“ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებსა და სასწავლო პროცესზე ვრცლად ისაუბრა.

 

გადაცემის სტუმარმა ყურადღება გაამახვილა 2022 წელს, სტუ-ის 100-წლოვანი იუბილეს ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 16 იანვრიდან უნივერსიტეტმა ახალი ასწლეულის ათვლა დაიწყო. ამასთანავე, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ, იმ რეფორმებისა და ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა, რომელიც უნივერსიტეტში სამომავლოდ იგეგმება.

 

მისი თქმით, უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე, საინჟნრო-ტექნოლოგიური განათლება ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მიიღო, თუმცა ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო დარგებთან შესაბამისობაში, ჰუმანიტარული მეცნიერებებიც ვითარდება.


გარდა ამისა, სტუ-ის პროფესორმა გადაცემის მსვლელობისას ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის შესახებ, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამერიკელ კოლეგებთან ერთად ახორციელებს. პირველ ეტაპზე, საუბარია 4 საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელთა დიპლომები, ABET აკრედიტაციის მოპოვების შემდეგ, ამერიკული უნივერსიტეტების დიპლომებს გაუთანაბრდება.

გადაცემის მეორე ბლოკში, წამყვანი მანანა ნიკოლაიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ფიზიკის დეპატამენტს ესტუმრა და განხორციელებული წარმატებული პროექტები განიხილა.

სტუ-ის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა - თემურ ჩიჩუამ და დავით სონღულაშვილმა გადაცემაში წარადგინეს მათი მენტორობით მომზადებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა გუნდები, რომელთა ინოვაციურმა პროექტებმა და გამოგონებებმა შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდისა და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსებში ღირსეული გამარჯვება არაერთხელ მოიპოვეს.



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11