მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)

24-01-2023


ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 06.02.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 9 თებერვლამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 13 თებერვლამდე

შერჩეულმა თანამშრომლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მიმდინარე წლის 17-21 აპრილს ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში.

საერთაშორისო კვირეულის სამუშაო გრაფიკის მიხედვით, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია თავიანთი უნივერსიტეტის შესახებ (თუ ერთი უნივერსიტეტიდან მონაწილეობას ღებულობს რამოდენიმე პირი, საკმარისია ერთ-ერთმა მონაწილემ წარმოადგინოს აღიშნული პრეზენტაცია). ამასთან ერთად, ღონისძიების თითოეული მონაწილე ვალდებულია, წარმოადგინოს პრეზენტაცია დარგში მის მიერ ჩატარებული კვლევების, მიღებული შედეგებისა და შემუშავებული ინოვაციური გამოგონებების შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ აქ.

მიმდინარე წლის 6 თებერვლის შემდეგ შემოსული სააპლიკაციო განაცხადები საკონკურსოდ აღარ განიხლება.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური პერსონალის მობილობა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

მიმართულებები: არქიტექტურა, სამშენებლო, კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტროინჟინერია და მენეჯმენტი.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11