EU-Georgia Research and Innovation Cooperation-ის მხარდაჭერითა და „ჰორიზონტი ევროპის" ეროვნული ოფისის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 6-10 თებერვალს, პროექტის წერის სამდღიანი ტრენინგი გაიმართება.
ტრენინგი ჩატარდება face-to-face ფორმატში, თსუ-ის II სასწავლო კორპუსში.
ტრენინგში მონაწილეობისთვის სავალდებულოა რეგისტრაცია.
სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://horizoneuropegeorgia.service-facility.eu/
ტრენინგის სამუშაო ენაა: ინგლისური
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
ტრენინგი საუკეთესო შესაძლებლობაა იმ პირთათვის, რომლებიც საგრანტო პროექტის შედგენასა და მის წარდგენას გეგმავენ. ტრენინგი დაინტერესებულ მკვლევრებს დაეხმარება, გააუმჯობესონ და დახვეწონ პროექტის წერის უნარები „ჰორიზონტი ევროპის“ სტანდარტების შესაბამისად.