მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საახალწლო კონცერტი

საახალწლო კონცერტი

25-12-2008
საახალწლო კონცერტები საქართველოს ტექნიკურ უნივერესიტეტში 
 
23-25 დეკემბერს სტუ-ს სახალხო თეატრში სტუ-ს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. კონცერტებში მონაწილეობდნენ სტუ-ს სახალხო თვითმოქმედი კოლექტივები: თეატრ-სტუდია «მოდი ნახე», ვაჟთა სახალხო კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი «მერანი», მომღერლები ეთერ კაკულია და პაატა თედიაშვილი, ხალხურ საკრავთა ტრიო, სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი..
 
25 დეკემბერს «ლიბო ჯგუფმა» სტუ-ს არქიტექტურისა და სამშენებლო ფაკულტეტების საუკეთესო პედაგოგები დააჯილდოვა, ხოლო ამავე ფაკულტეტების ოთხ საუკეთესო სტუდენტს კი დაენიშნათ ყოველთვიური სტიპენდია ერთი წლის განმავლობაში.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11