მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა

სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა

08-12-2022

  სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N133/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების 42-ე მუხლისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის დებულების მე-8 მუხლის  მე-6 პუნქტის შესაბამისად დაადგინა: დამტკიცდეს 2022 წლის 26 დეკემბერს დაგეგმილი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1.     იაშა კუტუბიძე- კომისიის თავმჯდომარე. სტუ-ის აკადემიური საბჭოს სწავლული მდივანი. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

2.     ნინო ნიშნიანიძე- თავმჯდომარის მოადგილე. სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრი. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი.

3.     ლიანა თარგამაძე - კომისიის მდივანი. სტუ-ის საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

4.     თეიმურაზ ბულია- კომისიის წევრი. ენერგეტიკის ფაკულტეტის მენეჯერი.

5.     თინა იველაშვილი- კომისიის წევრი. სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი.

            

    

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო დებულება


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11