მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 16 სტუდენტი კომპანია „სილქნეტში“ დასაქმდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 16 სტუდენტი კომპანია „სილქნეტში“ დასაქმდება

08-12-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამშენებლო, ენერგეტიკის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების სტუდენტებს სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს კომპანიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია ორგანიზაციის სპეციფიკისა და კომპანიაში არსებულ ვაკანსიების შესახებ, გააცნეს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობი.

„ძალიან სასიხარულოა, რომ კომპანიასთან შეხვედის სურვილი ბევრმა სტუდენტმა გამოთქვა. ჩვენი ინტერესია, კომპანიამ ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებას, მომავალში მათ პროფესიულ და კარიერულ წინსვლას და ამაში, როგორც სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერმა კომპანიამ, შეინარჩუნოს ლიდერობა ახალგაზრდების დასაქმების თვალსაზრისით. ჩვენს კომპანიას აქვს სურვილი ახალგაზრდებს კარი გაგიღოთ, საწყის ეტაპზე მოდცეთ  საშუალება, ცოდნას, რომელსაც იღებთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაამატოთ ჩვენთან მიღებული პრაქტიკული გამოცდილება, რაც უკვე სამომავლოდ გარანტია იქნება კარიერული წინსვლისთვის გზა გაგეხსნათ“, - განაცხადა სილქნეტის ადამიანური რესურსების შერჩევისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა მაცაცო პაპავამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის ნატო ქათამაძის განცხადებით, კომპანია სილქნეტმა სტუ-ის სტუდენტებს არაერთი საინტერესო წინადადება შესთავაზა.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოწოდებულია სტუდენტების ისეთ დასაქმებაზე, რომელიც მორგებული იქნება მათ  სასწავლო პროცესს.  ჩვენ რეგულარულად ვაწყობთ შეხვედრებს ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება საუნივერსიტეტო სივრცეში გაეცნონ ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობას და გააკეთონ გააზრებული არჩევანი. „სილქნეტი“ ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანია, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს მოქნილ სამუშაო გრაფიკს. უნივერსიტეტთან მჭიდროდ თანამშრომლობს. რაც მთავარია, თავის მხრივ  სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოხატეს როგორც დასაქმების, ასევე კარიერული წინსვლის მიმართულებით, რაც ძალიან გვახარებს მიანიშნებს მათი მომზადების მაღალ დონეზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს აძლევს ევროპული სტანდარტის ცოდნას, რომელსაც ისინი, დარწმუნებული ვარ, კომპანია „სილქნეტში“, თუ სხვაგან წარმატებით გამოიყენებენ“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

შეხვედრის დასასრულ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს კომპანია „სილქნეტმა“რამდენიმე მიმართულების ვაკანსია შესთავაზა. პირველ ეტაპზე კომპანიაში დასაქმების სურვილი 16-მა სტუდენტმა გამოთქვა.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11