მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

07-12-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, სტუ-ის აკადემიური  პერსონალი და ადმინისტრაცია სამძიმარს უცხადებს უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისე მებრძოლების ოჯახებს.

„33 ქართველი დაკარგა საქართველომ უკრაინაში მიმდინარე უსამართლო ომში. ეს არ არის სტატისტიკა! ეს 33 სიცოცხლეა, 33 მომავალი, ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი ცრემლი და ჩვენი გულისტკივილი.

ძნელია მოვძებნოთ სიტყვები, რომელიც ანუგეშებს დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და განსაკუთრებით, შვილებს.

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სამძიმარს და მსუბუქი იყოს დაღუპულთათვის ქართული მიწა!“

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11