მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მილანის სასწავლო უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მილანის სასწავლო უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

07-12-2022

მილანის სასწავლო უნივერსიტეტი (Università degli Studi di Milano – UniMi) (მილანი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აცხადებს განმეორებით კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.12.2022.
ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება: 2022 წლის 16 დეკემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება: 2022 წლის 20 დეკემბრამდე.

მილანის სასწავლო უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხო ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველ ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების მობილობა მილანის სასწავლო უნივერსიტეტში, შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტი - სამართალმცოდნეობა; მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტი - სამართალი და მდგრადი განვითარება; მაგისტრატურის საფეხურის 3 სტუდენტი - ბიოტექნოლოგიები ბიოეკონომიკაში; ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 8 სტუდენტი - მეღვინეობა და მევენახეობა, ამასთან აღნიშნულ მიმართულებაზე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11