7 დეკემბერს, 13:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორები: სოფიო დემეტრაშვილი, მარი ჯიქია და კახა ძაგანია საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებას შეიტანენ.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად ცვლილება ან/და დამატება შევა ორ კანონში, რითიც ოჯახური ძალადობა მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებად ჩამოყალიბდება, ასევე შემაკავებელი ორდერი არსებულზე მეტად ფუნქციური გახდება.