შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისი, 2022 წლის 2 დეკემბერს, 13:00-დან 15:00 საათამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს, ასევე, ახალგაზრდა მკვლევრებს იწვევენ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე კლასტერი 5-ის (კლიმატი, ენერგია და მობილობა) და კლასტერი 6-ის (სურსათი, ბიოეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა და გარემო) მიმართულებით.
საინფორმაციო შეხვედრაზე დაინტერესებული პირები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას შესაძლებლობებს იძლევა პროგრამის - „ჰორიზონტი ევროპა“ მე-5 და მე-6 კლასტერების შესახებ.
საიფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეობისთვის, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულით:
ღონისძიებაზე დასწრების ბმული:
https://us02web.zoom.us/j/8159309443?pwd=WUtQYm1CaW8rbFoxbFBtMUNuRTl6dz09
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ სტუ-ის ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისს (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული; მისამართი: მერაბ კოსტავას 77).