მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში, MSCA-ს ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართება

სტუ-ში, MSCA-ს ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართება

01-12-2022

მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) ფარგლებში, თანამშრომელთა გაცვლის მიმართულებით (Staff Exchange) გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისი ოთხშაბათს, 15 დეკემბერს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი პერსონალისთვის ონლაინ საინფორმაციო დღეს გამართავს.

ღონისძიებაზე დასასწრებად, სავალდებულოა 2022 წლის 14 დეკემბრამდე რეგისტრაციის გავლა ბმულით: https://forms.gle/oPnYXXLuQcV9P6dF9

გაცნობებთ, რომ Staff Exchange საგრანტო კონკურში მონაწილეობისთვის განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 8 მარტი.

დაფინანსებული პროექტები კონსორციუმის წევრ ორგანიზაციებს შორის კვლევით და სხვა სახის მობილობას ითვალისწინებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ საერთაშორისო კონსორციუმს, რომელიც:

·       მოიცავს აკადემიური და არააკადემიური სექტორის ორგანიზაციებს;

·       შედგება მინიმუმ სამი ორგანიზაციისაგან სამ სხვადასხვა ქვეყანაში, საიდანაც მინიმუმ ორი უნდა იყოს ევროკავშირის წევრი სხვადასხვა სახელმწიფოდან, ან „ჰორიზონტი ევროპასთან“ ასოცირებული ქვეყნიდან.

(*შეგახსენებთ, რომ საქართველო 2021 წლიდან „ჰორიზონტი ევროპასთან“ ასოცირებული ქვეყანაა);

·       თუ ყველა მონაწილე ორგანიზაცია არის ერთი და იმავე სექტორიდან (აკადემიური ან არააკადემიური), კონსორციუმის მინიმუმ ერთი წევრი უნდა იყოს არაასოცირებული მესამე ქვეყნიდან.

პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ პროგრამის ვებგვერდზე .

კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია და წარდგენის პირობები იხილეთ კონკურსის (ქოლის) გვერდზე .

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ სტუ-ის ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისს (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული; მისამართი: მერაბ კოსტავას 77).

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11