მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

01-12-2022

ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტი (Artvin Çoruh University) (ართვინი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.12.2022.
ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება: 2022 წლის 16 დეკემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება: 2022 წლის 20 დეკემბრამდე.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხო ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით, 2 თვის ხანგრძლივობით, 2023 წლის გაზაფხულზე. პრიორიტეტულია კომპიუტერული მეცნიერებებისა და ბიზნესადმინისტრირების მიმართულებები).

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11