მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებს სამეგრელოს რეგიონის ზედა ზონის სოფლების მოსწავლეები გაეცნენ

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებს სამეგრელოს რეგიონის ზედა ზონის სოფლების მოსწავლეები გაეცნენ

30-11-2022

საქართველოს ტექნიკური ენივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ სამეგრელოს რეგიონის, მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონების ზედა ზონის სოფლების - სალხინო, ჭყონი, ლეცავეს, მუხური და ლესიჭინეს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ხელმძღვანელთა მიწვევით, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან ღია კარის დღის ფორმატში შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ, მომავალ აბიტურიენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ. მან ისაუბრა 100 წლოვანი უმაღლესი საინჟინრო სკოლის სტუდენთთა მიღწევებზე.  ასევე,  2022 წლის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლის და გაეროს მიერ ყოველწლიურად მთის საერთაშორისო დღის 11 დეკემბრის თემატური აღნიშვნისთვის, მთისადმი ცნობადობისა და ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელობის შესახებ.

პროფესორ ნოე ხოზრევანიძის განცხადებით, აბიტურიენტები და მათი მშობლები დიდ ინტერესს იჩენენ სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მიზნების, მისიის და თემატური სასწავლო საბაკალავრო პროგრამებისა და პროგრამებზე სწავლების შესაძლებლობების შესახებ. თუმცა, ძირითადი კითხვები მაინც ეროვნულ გამოცდებზე  არსებულ მაღალ საკონკურსო მოცემულობაზე კეთდება ძირიტადი აქცენტი. მითუმეტეს, როცა სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ოთხივე საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასურს სრულიად სახელმწიფო ფარავს.

შეხვედრაზე ლესიჭინეს, მუხურისა და სალხინოს სკოლებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის გამოთქვეს სურვილი. სკოლების ადმინისტრაციამ სათანადო საერთო მემორანდუმის გაფორმება შესთავაზეს ფაკულტეტის ხელმძღვანელს, რომელიც ა/წლის ბოლომდე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ არსებული წესის დაცვით გაფორმდება.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11