მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში ეთნოსთა ჯგუფებს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ

სტუ-ში ეთნოსთა ჯგუფებს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ

29-11-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის ქალთა ასოციაციისა და საქართველოს ქალთა საბჭოს მიერ ორგანიზებული ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, საუნივერსიტეტო პოლიკლინიკის მედიკოსებმა ეთნოსთა ჯგუფებს სამედიცინო კვლევები ჩაუტარეს.

საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორთა მხარდაჭერით, სამედიცინო კვლევები საქართველოში მცხოვრებმა ესტონელებმა, ბულგარელებმა, აზერბაიჯანელებმა, სომხებმა, გერმანელებმა, ბერძნებმა, ჩეხებმა, ლიეტუველებმა, ოსებმა, სამაჩაბლოდან, აფხაზეთიდან და უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებმა გაიარეს.

გარდა ამისა, აქციის ფარგლებში, სტუ-ის პოლიკლინიკის მედიკოსებმა გამოიკვლია ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრები პაციენტები, რომლებიც საუნივერსიტეტო პოლიკლინიკაში მკურნალობის სრულ კურსს გაივლიან.

სამედიცინო გამოკვლევებს ორგანიზებას უწევდა სტუ-ის საუნივერსიტეტო პოლიკლინიკის მთავარი ექიმი ლია ბასილაია. ეთნოსთა ჯგუფებს კვლევები ჩაუტარა საუნივერსიტეტო პოლიკლინიკის მედპერსონალმა: თერაპევტებმა - მანანა ფარღალავამ და თამარ გვარჯალაძემ, პედიატრმა, ოჯახის ექიმმა თინათინ სარუხანაშვილმა, კარდიოლოგმა მანანა ლურსმანაშვილმა, ოფთალმოლოგმა მედეა გოქაძემ, ლაბორატორიული კვლევები წარმართეს: ლაბორატიის გამგემ დარეჯან მალანიამ, მარიკა კოპალიანმა და ექოსკოპისტმა ნინო დოლიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი ნაზი კუციავა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს,  სტუ-ის ადმინისტრაციას და საუნივერსიტეტოს პოლიკლინიკის სამედიცნო პერსონალს.

„საქველმოქმედო აქციით, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციამ და საქართველოს ქალთა საბჭომ ერთობლივად დავგეგმეთ, დროული სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს სამაჩაბლოდან, აფხაზეთიდან და უკრაინიდან, ასევე, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაცხოვრებლებს. მადლობას ვუხდით საუნივერსიტეტო პოლიკლინიკის ექიმებს, რომლებმაც აქციის ფარგლებში, პაციენტებს მრავალმრივი სამედიცინო შემოწმება და ლაბორატორიული გამოკვლევა ჩაუტარეს. ეს მასშტაბური საქველმოქმედო აქცია ვერ შედგებოდა, რომ არა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, ბატონი დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედითი თანადგომა და ხელშეწყობა“, - აღნიშნავს ნაზი კუციავა.      

ღონისძიების ორგანიზატორებმა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციამ და საქართველოს ქალთა საბჭომ საქველმოქმედო აქცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეგიდით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს და ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ქართული მორფოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის ხსოვნას მიუძღვნეს.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11