მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ავსტრიის სასტიპენდიო პროგრამები - 2023/24 აკადემიური წელი

ავსტრიის სასტიპენდიო პროგრამები - 2023/24 აკადემიური წელი

29-11-2022

ავსტრია 2023-2024 აკადემიური წლისათვის ქართველ სტუდენტებსა და მეცნიერებს სთავაზობს სასტიპენდიო პროგრამებს, როგორც ჰუმანიტარული, ისე საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მიმართულებებით.

ფრანც ვერფელის (Franz Werfel) სახელობის სტიპენდია

სტიპენდია განკუთვნილია ჰუმანიტარული მეცნიერებების, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის სფეროს წარმომადგენლებისათვის; ასევე,  უნივერსიტეტის ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის, რომლებიც გერმანულ ენას ან ავსტრიულ ლიტერატურას ასწავლიან.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, პოსტდოქტორანტებსა და მკვლევრებს.

პროგრამის ხანგრძლივობა: 4-დან 9 თვემდე
ყოველთვიური სტიპენდია: 1150 ევრომდე

რიჩარდ პლაშკას სახელობის სტიპენდია

სტიპენდია განკუთვნილია ჰუმანიტარული მეცნიერებების, ისტორიული მეცნიერებებისა და არქეოლოგიის წარმომადგენლებისათვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორანტებს, დოქტორის ხარისხის მფლობელებს, პოსტდოქტორანტებსა და მკვლევრებს.

პროგრამის ხანგრძლივობა: 4-დან 18 თვემდე
ყოველთვიური სტიპენდია: 1150 ევრო

ერნსტ მახის სახელობის საერთაშორისო სტიპენდია

სტიპენდია განკუთვნილია საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, სოციალური მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და სახელოვნებო განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, დოქტორანტებს, დოქტორის ხარისხის მფლობელებსა და პოსტდოქტორანტებს.

პროგრამის ხანგრძლივობა: 1-დან 9 თვემდე

ყოველთვიური სტიპენდია:
1. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისათვის: 1050 ევრო
2. დოქტორის ხარისხის მქონე კურსდამთავრებულებისთვის: 1150 ევრო

ერნსტ მახის სახელობის სტიპენდია სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ სწავლის გაგრძელება ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (Fachhochschule)

სტიპენდია განკუთვნილია საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების, მედიცინის, სოფლის მეურნეობისა და სოციალური მეცნიერებების სფეროს წარმომადგენლებისათვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებს, რომელთაც წარმატებით დაასრულეს მინიმუმ 4 სემესტრი, და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

პროგრამის ხანგრძლივობა: 4-დან 10 თვემდე
ყოველთვიური სტიპენდია: 1050 ევრო

თითოეული სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და სააპლიკაციო ფორმებისათვის იხილეთ ვებ-გვერდი

   


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11