მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

29-11-2022

ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.12.2022.
ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება: 2022 წლის 16 დეკემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება: 2022 წლის 20 დეკემბრამდე.

ლუბლინის უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობასთან დაკავშირებით სააპლიკაციო პროცედურებისა და სათანადო დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხო ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველ ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. პრიორიტეულია შემდეგი მიმართულებები: ელექტრონიკა და ავტომატიკა; საინფორმაციო ტექნოლოგიები; მექანიკა და მანქანათმშენებლობა; ტრანსპორტი და ლოგისტიკა.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11