კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF),უნივერსიტეტებში აკადემიური და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, პირველ საგრანტო კონკურსს 2022 წლის ნოემბრის ბოლოს გამოაცხადებს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რამდენიმე საინფორმაციო-საკონსულტაციო შინაარსის შეხვედრა გაიმართება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პირველი საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა 2022 წლის 30 ნოემბერს, 14:00-დან 17:00 სააათამდე, ჩატარდება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცემათ, დეტალურად გაეცნონსაგრანტო კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ პროცედურებს, შესავსებ დოკუმენტაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, ასევე, CIF-ის გუნდის წევრები შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს ამომწურავ პასუხებს გასცემენ.
შეხვედრა შედგება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალება - Microsoft Teams-ის მეშვეობით. მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 2022 წლის 29 ნოემბრის 12:00 საათამდე შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/r/uYEead7mgm.
დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ შეხვედრის ბმული, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ შეხვედრაზე დასწრებას.
დამატებითი შეკითხვების გაგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: cif@iiq.gov.ge.
ცნობისათვის, CIF-ი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის - საქართველო I2Q“ ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსებისათვის შეიქმნა.