მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის სტუდენტებს „არემჯი“ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისთვის იწვევს

სტუ-ის სტუდენტებს „არემჯი“ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისთვის იწვევს

25-11-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოში სამთო-მოპოვებითი დარგის უმსხვილესი და ლიდერი კომპანიის - „არემჯის“ სტიპენდიატები გახდნენ.

„არემჯი“ „სასტიპენდიო პროგრამა-2023“-ში მონაწილეობისთვის იწვევს სტუ-ის ბაკალავრიატის III და IV, ასევე, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს 5  ფაკულტეტიდან:

·       სამთო-გეოლოგიური;

·       ენერგეტიკის;

·       ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის;

·       სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის;

·       ინფორმატიკისა და მართვის სისტემების.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: scholarship@richmetalsgroup.com უნდა გაგზავნონ  შემდეგი დოკუმენტები:

·       პირადი რეზიუმე;

·       აკადემიური მოსწრების ბარათი;

·       სამოტივაციო წერილი.



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11