მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

25 ნოემბერს დაიხურება სტუ-ის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 სასწავლო კორპუსები.

25 ნოემბერს დაიხურება სტუ-ის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 სასწავლო კორპუსები.

24-11-2022

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კომპანია „ჯივიპი“გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს („ჯივიპის“ სპეციალური განხცადება), 24 ნოემბრის 12:00 საათიდან 25 ნოემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს თბილისის გარკვეულ უბნებს; მათ შორის სასმელი წყალი არ მიეწოდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სანიტარული ნორმების უზრუნველყოფის მიზნით,  ხვალ, 25 ნოემბერს დაიხურება სტუ-ის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 სასწავლო კორპუსები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში 26 ნოემბრიდან განახლდება.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11