მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში, შეხვედრა ჩატარდა.

სტუ-ში „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში, შეხვედრა ჩატარდა.

24-11-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენელმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრაზე GITA-ს წარმომადგენელმა „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამით“ დაინტერესებულ პირებს - სტუ-ს ის მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლვრებსა და სტუდენტები, რომლებიც კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე გამოგონებაზე მუშაობენ, ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის პრეზენტაცია წარუდგინა და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც ბაზრის საჭიროებებს პასუხობს.

GITA-ს წარმომადგენელი შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, ესაუბრა პროგრამის ფარგლებში საკონკურსო განაცხადების ფორმის შევსებასა და პროექტების მომზადების შესახებ. მისი განმარტებით, კონკურსის შედეგად, ის ტექნოლოგიები და ინოვაციები შეირჩევა, რომელთაც კომერციალიზაციის პოტენციალი გააჩნია და ლაბორატორიულ პირობებშია (TRL4) გამოცდილი. საკონკურსო პროექტების დეტალურ შესწავლა-შეფასებას კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები განახორციელებენ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA), „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში, საკონკურსო განაცხადების მიღება 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, აგრეთვე, განაცხადის ფორმა განთავსებულია ბმულზე


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11