მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ტექინფორმის საინფორმაციო კამპანია - აღმოაჩინე სოფლის მეურნეობის კვლევის უახლესი ტენდენციები AGRIS-ის საშუალებით

ტექინფორმის საინფორმაციო კამპანია - აღმოაჩინე სოფლის მეურნეობის კვლევის უახლესი ტენდენციები AGRIS-ის საშუალებით

24-11-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა - ტექინფორმმა, როგორც AGRIS-ის (AGRICULTURAL SCIENCE AND TECHNOLOGY INFORMATION) ჰაბმა საქართველოში, წამოიწყო აქცია - „აღმოაჩინე სოფლის მეურნეობის კვლევის უახლესი ტენდენციები და ყველაზე მოთხოვნადი მონაცემები ღია მეცნიერების პლატფორმის AGRIS-ის საშუალებით“.

აქცია 2022 წლის 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე გრძელდება.

პლატფორმა მიზნად ისახავს AGRIS-ის სისტემის პოპულარიზაციას და სოფლის მეურნეობის კვლევების რეალიზაციის ღია პლატფორმის მნიშვნელობის ამაღლებას საქართველოში, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის მონაცემების ხილვადობის, ხელმისაწვდომობისა და გამოყენების შესაძლებლობის გაზრდას ქვეყნის ყველა მიზნობრივ ჯგუფში, მეცნიერებსა და კვლევით ორგანიზაციებში.

ღია მეცნიერება არის მიდგომა, რომელიც დაფუძნებულია ღია თანამშრომლობაზე და მუშაობის პროცესში ცოდნისა და ინსტრუმენტების რაც შეიძლება ადრეულ და ფართო სისტემურ გაზიარებაზე. ღია ხელმისაწვდომობა კვლევის ისეთ შედეგებზე, როგორიცაა პუბლიკაციები, მონაცემთა ბაზები, მოდელები, ალგორითმები და სამუშაო ნაკადები გადამწყვეტია სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროში კვლევის მოწინავე მეთოდების დანერგვისათვის და მძლავრ ინსტრუმენტია მდგრადი განვითარების მიზნების დასაჩქარებლად.

ტექინფორმს, 2000 წლიდან, როგორც AGRIS-ის ეროვნულს ცენტრს, ხოლო 2020 წლიდან, უკვე როგორც ქვეყნის ჰაბს, თავისი წვლილი შეაქვს AGRIS-ის მონაცემთა ბაზის განახლება-განვითარებაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ მიმართოთ ტექინფორმის გუნდს შემდეგ ელეტრონულ მისამართებზე: tech@gtu.ge; razmadze.m@gtu.ge; nellym@gtu.ge

 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11