მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის საკალათბურთო გუნდმა „უნივერსიადა 2022“-ის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა

სტუ-ის საკალათბურთო გუნდმა „უნივერსიადა 2022“-ის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა

22-11-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის საკალათბურთო ნაკრები „საქართველოს უნივერსიადა 2022“-ის გამარჯვებულია. სტუ-ის სტუდენტები უნივერსიადის ფარგლებში ორგანიზებულ საკალათბურთო ჩემპიონატში პირველ ადგილზე გავიდნენ და ოქროს მედალი და თასი მოიპოვეს.

„საქართველოს უნივერსიადა 2022“-ის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ თამაშში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი მეტოქეობას თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის გუნდს უწევდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და თანამშრომლები სტუ-ის ვაჟთა საკალათბურთო ნაკრებს, ასევე, წლევანდელი უნივერსიადის სპორტული ტურნირების მონაწილე და გამარჯვებულ ყველა სტუდენტურ გუნდს წარმატებით ასპარეზობასა და ღირსეულ გამარჯვებას ულოცავენ და უსურვებენ შემდგომ მიღწევებს სწავლასა და სპორტულ ცხოვრებაში.

 „საქართველოს უნივერსიადა 2022“-ის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს 34 უნივერსიტეტის გუნდებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებით იასპარეზეს და არაერთი გამარჯვება მოიპოვეს ინდივიდუალურ თუ გუნდურ ტურნირებში: ფრენბურთში: I ადგილი - გოგონების გუნდი; ფრენბურთში: I ადგილი - ვაჟთა გუნდი; ქართულ ჭიდაობაში, 90 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა თამაზ ჯახაშვილი, II და III ადგილებზე - შოთა მეტრეველი და ემილ რაჰიმოვი (66 კგ) / გუნდური - II ადგილი; სამბოში: I ადგილი - სერგო გოგიშვილი (98 კგ),  II ადგილი - დავით გოდერძიშვილი (71კგ) და ემილ რაჰიმოვი (64კგ);  III ადგილი - თენგიზ გერმისაშვილი (79 კგ), შოთა მეტრეველი და ლუკა შუშაბერიძე (71კგ) / გუნდური - II ადგილი; ნარდში: III ადგილი - გიორგი ბარბაქაძე და მარი მელაძე. ბილიარდში: გუნდური II ადგილი; ბოულინგი: გუნდური III ადგილი; ძიუდოში: - I ადგილი - თამაზ ჯახაშვილი (+100 კგ), მიხეილ ბექაური (100 კგ) და ლუკა ადიკაშვილი (66 კგ); III ადგილი - თენგიზ გერმისაშვილი (81 კგ) და ემილ რაჰიმოვი (60 კგ) / გუნდური - I ადგილი.

მასშტაბური სტუდენტური სპორტული შეჯიბრი - „საქართველოს უნივერსიადა 2022“, რომელიც საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, ფედერაციის წევრ 34 უნივერსიტეტსა და  5000 მდე სტუდენტს ერთიანებს.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11